„იმ ქორწინებას ჩვენთვის არაფერი მოჰქონდა, ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა“- გიორგი კალანდაძე

giorgi kalandadze

მსახიობ გიორგი კალანდაძეს ტელესივრცეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ახლა კი დილის ეთერის პოზიტიური წამყვანის ამპლუაშია. თეატრალურის მესამე კურსზე სწავლობდა, როცა სერიალ ,,ჩიფსების თაობაში“ მიიწვიეს. სერიალმა პოპულარობა მოუტანა, სიყვარულიც ამ დროს ეწვია. მან და მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა იქორწინეს. ამ ქორწინებიდან ჰყავს ულამაზესი გოგონა, 10 წლის ნასტასია.


გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუდან:

– თქვენი სიყვარულის ამბავს მაყურებელი თვალყურს ადევნებდა, ლამაზი წყვილი იყავით. რატომ დაინგრა სიყვარულით შექმნილი ოჯახი?

– 24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა… ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე ,,ნაბახუსევიდან”.

ახლა მომწონს, რომ თავისუფალი ვარ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. აღარც პასუხისმგებლობა მაქვს მეორე ადამიანის წინაშე, რომელიც, სწორი იყო თუ არა, დაჟინებით მოითხოვდა, ის მეკეთებინა, რაც მას სურდა…

დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩვენთვის არაფერი მოჰქონდა, ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა“,- ამბობს გიორგი ჟურნალ „სარკესთან“.