HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს - ნახეთ ტრეილერი

დიუნი

HBO Max-მa დიუნის სამყაროს შესახებ სერიალზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. როგორც იქნა, Dune: Prophecy-ის ტრეილერის ნახვა უკვე შეგვიძლია!

ჯერჯერობით ვიცით, რომ შოუს პირველი სეზონი 6 სერიისგან შედგება. როგორც ვიცით, დიუნის ფილმები ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების წიგნების სერიის მიხედვით გადაიღეს, თუმცა, დიუნის სამყარო მხოლოდ ერთ მწერალს სულაც არ შეუქმნია. ამჯერად, სერიალი ბრაიან ჰერბერტისა და კევინ ჯ. ანდერსონის წიგნს, Sisterhood Of Dune-ს, დაეყრდნობა. შოუ ეკრანებზე ამ წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.

 

 

შეგახსენებთ, რომ დიუნის მეორე საი-ფაის ჟანრის ფილმი სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, თუმცა რეჟისორი დენი ვილნევმა საგის მესამე ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომელიც დიუნის ქრონიკების მეორე წიგნს, დიუნის მესიას, დაეფუძნება.