რამდენ ხანს შეიძლება გოზინაყის შენახვა - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაცია

გოზინაყი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ გოზინაყის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით სამი კვირაა რეკომენდებული.

„რადგან გოზინაყი თაფლით კეთდება, მისი შენახვის ვადა ხანგრძლივია. შეგვიძლია ოთახის ტემპერატურაზე 3 კვირის, ან უფრო გრილ ადგილას უფრო მეტი დროის განმავლობაში შევინახოთ. მნიშვნელოვანია შერჩეული გვქონდეს ჯანსაღი და უვნებელი ინგრედიენტები, რაც სწორედ განაპირობებს მის ხანგრძლივ შენახვას“, - ამბობს ირაკლი არაბული.