ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
ზურაბ ყიფშიძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, 1976 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია “ქართული ფილმში” და ამ ხნის განმავლობაში, ეკრანზე მრავალი გამორჩეული სახე შექმნა.
ამასთან ერთად აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები. მსახიობი ასევე მოღვაწეობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მისი დაარსების დღიდან.
მიხეილ თუმანიშვილმა 1981 წელს კინომსახიობთა თეატრში დადგა სპექტაკლი “დონ ჟუანი”, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა, სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო პრესა აღფრთოვანებით შეხვდა ბრწყინვალე სპექტაკლს. რამდენიმე ათეული სტატიიდან, რომელიც მსოფლიო პრესაში დაიბეჭდა, აღსანიშნავია “ვაშინგტონ პოსტის” სტატია 1990 წელს, კინომსახიობთა თეატრის ვაშინგტონში გასტროლების შესახებ. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ხელოვნებაა თვით უკვდავება” ავრცელებს.
1990 წელს ზურაბ ყიფშიძის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერდა:
„… ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე. მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება – სიმფონია. ყოველი გამოხედვა – ჟრუანტელის მომგვრელი. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები – ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს.”
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს ზურა ყიფშიძე 37 წლის იყო.