პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლიზი გოზალიშვილს უკვე ყველა იცნობს, ვინც კი გერმანულ "ვოისში" დიდი ქარიზმის მქონე პატარა გოგონას გამოსვლა იხილა. გოგონამ, მაიკლ ჯექსონის "დედამიწის სიმღერით", მუსიკალური შოუს ჟიურის ხელში აყვანა, ატირება და აყოლიება შეძლო...
შემდეგ კი მწვრთნელად აირჩია ის, რომელმაც მასთან ერთად იგივე სიმღერა სპონტანურად შეასრულა.
ლიზი "პრაიმტაიმს" ემოციებს უზიარებს.
ლიზი გოზალიშვილი: ერთი წელია გერმანიაში ვცხოვრობ, სასტიპენდიო პროგრამით წამოვედი. ერთი წელი ჰაიდელბერგის კოლეჯში ვისწავლე, ახლა ბონის უნივერსიტეტში სამუსიკო მეცნიერებებს ვეუფლები.
გამოვიყენე შანსი და მონაწილეობა მივიღე გერმანულ "ვოისში."
ბედნიერი და გახარებული ვარ, ბევრი შეტყობინება შემოვიდა. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო, ვინც მწერს. ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს თავს და ცოტა დაბნეული და არეული ვარ. ვცდილობ, გავერკვე, რა ხდება ჩემს თავს და როგორ უნდა მოვიქცე.
ემოცია, რაც ჟიურისგან წამოვიდა ჩემთვის გასახარი იყო. რა სათქმელიც მინდოდა მათ გულამდე მიმეტანა, სწორად მივიდა, სწორად გაიგეს და ჩემს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ვიგრძენი.
პირველი სიხარული, რამაც მომიტანა, ეს იყო ჟიურისგან წამოსული დადებითი ემოცია, როდესაც გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი.
ვემადლიერები მწვრთნელს, რომელიც ავირჩიე. მისგან პატივსაცემი ჟესტი იყო ჩემთან ერთად დუეტის შესრულება. მისი მხარდაჭერა ვიგრძენი და ამან გამაბედნიერა.
მადლობა ყველას ასეთი გულშემატკივრობისთვის. უზომოდ ბედნიერი ვარ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ხელის თხოვნა მცხეთაში გამართულ ანრი ჯოხაძის კონცერტზე - ემოციური კადრები
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს - კადრები ქორწილიდან