ერთ ოჯახში, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, დაიგეგმა შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ - ეკა კვალიაშვილი

ეკა კვალიაშვილი

ერთ-ერთ ოჯახში, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, დაიგეგმა შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ მომღერალი ეკა კვალიაშვილი გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საუბრობს. 

„ერთ-ერთ ოჯახში იყვნენ შეკრებილები, არც მინდა სახელები და გვარები ვთქვა, სულ ზეპირად ვიცი, იქ დაიგეგმა იცით, როგორი რაღაც, მე ვიყავი საშინლად კონფლიქტური, პრეტენზიული, შეიძლება გამარჯობა გეთქვა და თავში ჩამერტყა... საშინელებები მომიგონეს და დაიწყეს ეს ჭორები, მოსკოვამდე იყო ჩასული. ერთმა ებრაელმა კაცმა დამირეკა, მოწვევა უნდოდა, ასე მითხრეს, გამარჯობას რომ ეტყვი, შეიძლება გაგლანძღოსო, გავგიჟდი, მეც კარგ ოჯახში გავიზარდე და რატომ უნდა გაგლანძღოთ-თქო. არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი კოლეგებისთვის დამერეკა, ეს ამბავი საიდანაც ვიცი, იმ ადამიანს ვერ ჩავაგდებდი უხერხულ მდგომარეობაში.. ჩემი ახლობლებიც იყვნენ იქ. 

სამყაროში დაუსჯელი არაფერი რჩება, გროვდება რაღაც ვალები, რასაც გადახდა უნდა, აუცილებლად. ამას ჰქვია ბუმერანგის პრინციპი და კარმის გაკვანძვა, ეს პატრიარქმაც თქვა, სხვათა შორის, ამ ბუმერანგს ყველა უნდა ერიდოს. უდანაშაულო ადამიანს ცილს რომ დასწამებ, შენი საკუთარი სასჯელია, რომელიც თავს გამოუწერე“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.