სამხრეთ მექსიკის ქალაქში 5 ქალი მოკლეს - სავარაუდო მიზეზი ცნობილია

policia

სამხრეთ მექსიკის ქალაქ კუატლაში ხუთი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ქალების ცხედრებს ქალაქის ორ განსხვავებულ ადგილას მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

მორელოსის შტატის პროკურორმა თქვა, რომ მკვლელობები, როგორც ჩანს, ნარკობანდის მიერ იყო ჩადენილი და მკვლელობა შესაძლოა, ყოფილიყო გარკვეული დავის ნაწილი.

პროკურორმა ურიელ კარმონამ თქვა, რომ ცხედრები იპოვეს ხელით მონიშულ ნიშანთან, რომელიც ხშირად გამოიყენება მექსიკაში ნარკობანდების მიერ შეტყობინებების გასაგზავნად.

ქალების მკვლელობები მექსიკაში ბოლო წლებში მზარდი პრობლემაა.