პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წამყვანი და ყოფილი მოდელი, ანა კოშაძე საზოგადოებისთვის საყვარელი ტელესახეა. ის 2000-იან წლებში პოპულარული და წარმატებული მოდელი იყო, თუმცა 18 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიაა.
დაოჯახების შემდეგ ანამ სამოდელო კარიერა დაასრულა და პოდიუმზე აღარ გამოჩენილა, თუმცა ამას შეცდომად არ თვლის. „შუადღის“ ეთერში ანამ ბედნიერი ქორწინების ფორმულასა და პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.
„მაშინ 18 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთვის ლამაზი და ბედნიერი იყო. ამ გადმოსახედიდან, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი, განვვითარებულიყავი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემი ადგილი ცხოვრებაში" - თქვა მან.
ამჯერად ანა კოშაძემ გადაცემა „შუადღეში“ ბედნიერი ქორწინებისა და სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა:
„მეც, ალბათ, გარკვეულწილად ვიყავი საზოგადოების შეხედულებებისა და წნეხის მსხვერპლი. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო და აბა, სხვანაირად როგორ, დროა… რეალურად ქორწინებას მოაქვს ის სირთულეები, რაც შეიძლება არ გაქვს გააზრებული და არ ხარ მზად. არ არის აუცილებელი, რომ ქორწინება სიკვდილის ბოლომდე, ერთმანეთის მოწამვლით, ტოქსიკურობით გრძელდებოდეს. ესეც საინტერესოა, როცა ქორწინება აღარ არის ბედნიერი…“ - თქვა ანა კოშაძემ.
ასევე ნახეთ:
⇒ PHOTO: რატი დურგლიშვილის სახლის შიდა ინტერიერმა გამომწერები აღაფრთოვანა
⇒ ვინ მონათლა პატარა გიორგი მაქაცარია - ნახეთ, კადრები ნათლობიდან
⇒ “მინდა მომისმინოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია..." - ლიზა ყენია