ატირებული ნანუკა და ემოციური შეხვედრა გულშემატკივრებთან - ნახეთ, თურქული სერიალის ქართველი ვარსკვლავის საჩუქრები

ნანუკა სტამბოლიშვილი

თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ მესამე სეზონი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მსახიობი და დიზაინერი, ნანუკა სტამბოლიშვილი უკვე სამშობლოშია. 

მანამ, სანამ მეოთხე სეზონის გადაღებები დაიწყება და ნანუკა ყოველდღიურ, გადატვირთულ რუტინაში ჩაებმება, მზიურის პარკში გულშემატკივრებს შეხვდა, მათგან უამრავი საჩუქარი მიიღო და რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარული, სითბო და დადებითი ემოციები, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს.

გულშემატკივრებთან შეხადრის ორგანიზება თურქული სერიალების და მსახიობების ფან გვერდი „Turkish actorss“-ის ადმინისტრატორებმა უზრუნველყვეს.

გვერდი „Turkish actorss“ ნანუკას შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას აქტიურად აქვეყნებს.

რა თქმა უნდა, ფეისბუქ-გვერდის წარმომადგენლებიც შეხვედრის ადგილზე იმყოფებოდნენ. სწორედ მათ გაგვიზიარეს ემოციური კადრები მზიურიდან, სადაც ქართველი ვარსკვლავი მეუღლესთან, ლაშა მგელაძესთან ერთად იმყოფებოდა.



 

VIDEO: „მქუხარე ტაში და ოვაციები“ - ასე დახვდნენ თურქული სერიალის ქართველ ვარსკვლავს თბილისში

VIDEO: „ჭორები ვრცელდებოდა... ძალიან ვინერვიულე და განვიცადე“ - რას ჰყვება ნანუკა სტამბოლიშვილი