1765569542
„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის გადაღებები დასრულდა
Amazon-ის სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ მესამე სეზონის გადაღებები დასრულდა.
შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასში შუს ფანებს ჯეიმი კემპბელ ბაუერმაც მიმართა, რომელიც მსახიობებს წელს შეუერთდა. ამ დრომდე უცნობია რა როლს ასრულებს ის პროექტში.
ახალი სერიები მეორე სეზონის ფინალიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გვიჩვენებს, კერძოდ კი იმას თუ როგორ შექმნა საურონმა ერთი ბეჭედი.












