ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
ფრანგული კინოს სექს-სიმბოლოს, ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა, რომელიც ერთი კვირის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, სენ-ტროპეში გაიმართა.
მსახიობის ქმარმა, ბერნარ დ’ორმალმა, მისი უკანასკნელი სიტყვები გაიხსენა და გარდაცვალების მიზეზი გაამხილა.
ბარდო კიბოთი გარდაიცვალა, რის გამოც მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მან არაერთხელ აღიარა ახლობლებთან, რომ დაიღალა ამ ყველაფრისგან და სურდა, უბრალოდ წასულიყო.
სიცოცხლის ბოლო დღეები მან ქმართან და შინაურ ცხოველებთან ერთად გაატარა სენ-ტროპეში, მათ მამულში, ლა მადრაგში. დ’ორმალის თქმით, ვარსკვლავს ძლიერი ტკივილის გამო სიცოცხლის დასრულება სურდა.
გამომშვიდობებელი ცერემონია დახურული წესით გაიმართა - მხოლოდ მოწვევით - მაგრამ პირდაპირი ტრანსლაცია ქალაქის ეკრანებზე გადაიცემოდა.


