1744223238
„ჩვეულებრივი რობოტი გავხდი... საკუთარ თავზე წარმოდგენა სრულად დავკარგე..." - ბრიტნი სპირსის ახალი წიგნიდან რამდენიმე მონაკვეთი გასაჯაროვდა

ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნიდან, სახელწოდებით „ქალი ჩემში" რამდენიმე მონაკვეთი გასაჯაროვდა... აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა...
გამოცემა „ფიფოლის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტნი სპირსი წიგნში აღნიშნავს, რომ მამის მეურვების ქვეშ ყოფნამ მისი პიროვნება მთლიანად გაანადგურა.
„ჩვეულებრივი რობოტი გავხდი... საკუთარ თავზე წარმოდგენა სრულად დავკარგე... ვაკეთებდი იმას, რასაც მეუბნებოდნენ.. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მუსიკა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო - მათ ეს ძალაც წამართვეს",- წერს სპირსი.
წიგნში მომღერალი იხსენებს 2007 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მან თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება მიიღო.
„მაშინ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მედგა.. ადამიანები მუდმივად მაკრიტიკებდნენ - განიხილავდნენ ჩემს გარეგნობას, სხეულს, წონას.. ამან იმდენად დამღალა, რომ გადავწყვიტე მათთვის სამაგიერო გადამეხადა და რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო.. ამიტომ გადავიპარსე თმა",- აღნიშნა არტისტმა.
ბრიტნი სპირსის წიგნი - სახელწოდებით „ქალი ჩემში" სრული ვერსია 24 ოქტომბერს გამოიცემა და როგორ ჩანს, მომღერლის შესახებ ბევრ აქამდე უცნობ ფაქტს შევიტყობთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „შენი დონე ჩემთან არ მოდის... თავს არ გიყადრებ“ - მორიგი დაპირისპირება ანასა და ვიკის შორის
„სიყვარული ჰაერში ტრიალებს“ - ლიკა კვარაცხელია კვარას ქორწილის მორიგ კადრებს აქვეყნებს