1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გიგა კვენეტაძე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ცდილობს, როგორც კი თავისუფალი დრო აქვს, თავის საყვარელ სამშობლოში ჩამოვიდეს, მშობლიური ქვეყნის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოს, მოეფეროს ახლობლებს, ნათესავებს და დადებითი ენერგეტიკით ისე დაიმუხტოს, რომ უკან დაბრუნებულს, დიდხანს გაჰყვეს.
გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ „თბილისელებიდან"
გიგა კვენეტაძე: საქართველოში, ნახევარი წელია, არ ვყოფილვარ და მთელი სულით და გულით მენატრება ჩემი ქვეყანა, მეგობრები, ახლობლები. ხომ იცით, ქართველ კაცს ერთი კვირაც რომ გავიდეს თავისი ქვეყნიდან, ნოსტალგია ეწყება. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, სხვანაირად ვსუნთქავ, სხვა ენერგიით ვიმუხტები. ივლისის დასაწყისში ჩამოვალ და ორი თვე ვიქნები. ყველაზე ცხელ დღეებს ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში გავატარებ და ჩემს საყვარელ ხალხს ყველა კუთხეში ჩავეხუტები. წელს მთელი საქართველო უნდა მოვიარო, კონცერტებიც უკვე დაგეგმილია. ასე რომ, ყველაფერი მიყვარს ქართული და რაც საქართველოს შეეხება. განსაკუთრებით მიყვარს მეგობრული შეკრებები და მათთან ერთად ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა, ამ უკანასკნელს ბოლო წლებია, ვეღარ ვახერხებ.
– ახლახან დაბადების დღე გქონდა, 45 წლის გახდი. ვიცი, ახლობელ ადამიანებთან ერთად აპირებდი მოლხენას, თუმცა, ვერ მოახერხე, რადგან საავადმყოფოში აღმოჩნდი. რა მოხდა?
– დიახ, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ვაპირებდი დაბადების დღის გადახდას და სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში ამოვყავი თავი და ვეღარ შევძელი. 6 მაისს, ჩემს დაბადების დღეს, საოპერაციო მაგიდაზე შევხვდი. კენჭის გავლა დამემართა, გაიჭედა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, რომ თირკმელი არ დაზიანებულიყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ვხუმრობ, ჩემს დაბადების დღეს, განსხვავებულად, ნარკოზში შევხვდი-მეთქი (იცინის). თუმცა, ცოლ-შვილი დამხვდა პალატაში, სიურპრიზი გამიკეთეს და ტორტი მომართვეს. ძალიან გამახარეს. სხვათა შორის, ჩემი დაბადების დღე ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა.
ბავშვობაში მშობლებიც ყოველთვის აღმინიშნავდნენ ჩემს დღეს. თან, გიორგობა დღეა და რაღაცნაირად განსაკუთრებულად ვეფერები ჩემი ოჯახისა და ახლობლების წრეში. იმ ტენდენციას, რომ ამბობენ: რაღა დროს დაბადების დღის გადახდაა, ვბერდებითო, არ ვეთანხმები და ვბრაზდები. მოკლედ, ვცდილობ, ყველა ჩემი დაბადების დღე აღვნიშნო. თუმცა ბოლო ორი წელია, არ მიმართლებს – შარშან დედა გარდაიცვალა და წელს საავადმყოფოში ამოვყავი თავი. წელს 45 წლის გავხდი და ყველაფერი წინ არის, ჯერ რა დროს სიბერეა? (იცინის). სხვათა შორის, ერთადერთი ჩემი დაბადების დღე, რომლის გახსენებაც არ მინდა, იყო შარშანდელი, როცა 26 აპრილს დედა გარდაიცვალა და 6 მაისს, ჩემს დაბადების დღეს, გზაში, შევხვდი –საქართველოდან მოსკოვში მოვდიოდი და განადგურებული ვიყავი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 "ეშმაკის გოგონები - სერიული მკვლელები მენსონის სექტიდან" - სვასტიკიანი დემონის ოჯახის ისტორია