BTS-მა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი მსოფლიო ტურნე დააანონსა

BTS

სამხრეთკორეულმა მუსიკალურმა ჯგუფმა BTS ორწლიანი მსოფლიო ტურნე დააანონსა, რომელიც აპრილში სამხრეთ კორეიდან დაიწყება და 2027 წლის მარტამდე გაგრძელდება. ტურნე მოიცავს 70-ზე მეტ კონცერტს აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ევროპაში.

ეს ჯგუფის პირველი ერთობლივი გამოსვლები იქნება მათი 2021-2022 წლების ტურნეს (Permission to Dance on Stage) შემდეგ. სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრირებული ფანებისთვის ბილეთების წინასწარი გაყიდვა 22 და 23 იანვარს გაიმართება, ბილეთების საყოველთაო გაყიდვა კი 24 იანვრიდან დაიწყება.

BTS-ის საკონცერტო საქმიანობაში პაუზა ჯგუფის წევრების მიერ სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან იყო დაკავშირებული.