ბილი აილიში ჩაცმის სტილზე კრიტიკას პასუხობს

bili ailishi

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში თავისი ჩაცმის სტილის ცვლილებაზე კრიტიკას გამოეხმაურა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ „სთორიში" აილიშმა განაცხადა, რომ სხვების მხრიდან მუდმივი განსჯით დაიღალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ჩემი კარიერის პირველი ხუთი წელი მიწასთან მასწორებდით 'ბიჭურად' ჩაცმის გამო და გამუდმებით მეუბნებოდით, რომ უფრო მიმზიდველი ვიქნებოდი, ქალივით თუ მოვიქცეოდი", - წერს მომღერალი, - "ახლა კი, როცა ოდნავ ფემინურ და ჩემი ზომის ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობ, თურმე შევცვლილვარ და ტენდენციებს ავყოლივარ. [ჩემზე ამბობთ] რა დაემართა, თავის თავს აღარ ჰგავს, სხვებს დაემსგავსაო ბლა ბლა... თქვენ ნამდვილი იდიოტები ხართ.

„ორივენაირი შემიძლია ვიყო, თქვე რეგვენებო. ქალებს არსებობა აცალეთ", - ამატებს ბილი.