1746733863
ჩემი საქმე არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა ქნას - პაველ ჰერჩინსკი

ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩემი საქმე არაა, ვუთხრა ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა ქნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანცია იზრდება.
„ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ჩემი საქმე არაა, ვუთხრა ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა ქნას. რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ ძალიან ვწუხვართ, მაგრამ საქართველო თვეებია, ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ვწუხვართ, რომ ვხედავთ, საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის წევრობის გზაზე, სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსად, სამწუხაროდ, რაც ხდება, არის საპირისპირო. დისტანცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის იზრდება და ეს დასანანია, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვიყავით, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დაახლოებოდა და ძალიან სწრაფად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, სამწუხაროდ, საქართველო მას შორდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკმა.