„არავის სჭირდება თქვენი საჭმელი. ჩემი მხარდაჭერა თითოეულ ფოტოგრაფს. ადამიანები, რომლებიც ხელისგულზე უნდა ატაროთ“ - ცნობილი ფოტოგრაფები ქორწილის სკანდალზე

foto

ქორწილი, რომელზედაც ორი დღეა მთელი ქვეყანა საუბრობს, ისევ განხილვის თემაა. თითქოს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფები მშივრები დატოვეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ადამიანი, ვინც ეს "ფეისბუკზე" დაწერა, საერთოდ არ ყოფილა ამ ქორწილში. 

თემას, ასევე სოციალურ ქსელში, ორი ცნობილი ფოტოგრაფი - ზაქარია ჭელიძე და ლაშა ღუღუნიშვილი ეხმიანებიან.

ლაშა ღუღუნიშვილი: პორტუგალიაში ქორწილი გადავიღე, სტუმრებზე მაგრად მე „მაგულავეს“.

ჭამაზე არაა აქ საუბარი. დილიდან ადამიანი რომ შრომობს, ერთი საათი დასვენება მაინც ეკუთვნის. ხელოსანი რომ მყავს სტუმრად, იმასაც კი ვუმასპინძლდები. პატივისცემის ამბავია.

ზაქარია ჭელიძე: დილიდან ვკითხულობ პოსტებს, თან ისეთი ადამიანებისგან, ვინც ხელოვნების სფეროშია.

არ მიკვირს თქვენგან არა კოლეგიალობა და ლანძღვა და ქულების წერა!

ჩემი მხარდაჭერა თითოეულ ფოტოგრაფს, ვიდეოგრაფს, მუსიკოს, მოცეკავეს, მსახიობს, ხმის რეჟისორს, გამნათებელს, მზარეულს, მიმტანს, ვინც ამ თქვენ მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს!

ესენი არიან ადამიანები, რომელიც ხელისგულზე უნდა ატაროთ.

აბა, არ იყოს ეს ადამიანები, ვნახავდი, ვინ იქნებოდით.

არ შეიძლება ასე, არა !

ეს დამოკიდებულება ხშირია ძალიან და აქ საჭმელზე არავინ საუბრობს! არავის სჭირდება თქვენი საჭმელი.

ეს არის დამოკიდებულება და "უჟასი" დამოკიდებულება.

დანარჩენი ენას ძვალი არ აქვს, აბა, წავიდა.

მარა ზუსტად ვიცი, დღეის შემდეგ სხვანაირად იფიქრებთ.

ლაიქებზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არის ცხოვრებაში.

ყველას ბედნიერებას ვუჭერ მხარს მე. ვლანძღოთ ერთმანეთი, საერთოდ არ მგონია სწორი. და ვწეროთ საშინელებები, ეს საერთოდ.
წყვილს მე არ ვეხები და ბედნიერები იყვნენ მუდამ.
ყველა, ვინც მღერის, ცეკვავს, იღებს თუ ბოლს უშვებს, ეს მთავარი ხალხია და მათი გამორჩენა წარმოუდგენელია.