ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
მომღერლების, სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის, მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ახლო ნათესავებივით არიან, ერთმანეთის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობენ. ჟურნალ „სარკესთან“ სალომე ბაკურაძე ამბობს, რომ ნოდიკოს მეგობარი აღარ ჰქვია, რადგან ის მისი ოჯახის წევრია.
„ნოდიკოს მეგობარი აღარ ჰქვია, ის არის ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ძმა. საერთოდ არ მიჭირს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიყვარს, გრძნობების გამომჟღავნება, თბილი სიტყვების თქმა, მაგრამ ნოდიკოსთვის დაბადების დღის ან დღესასწაულების მისალოცად საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ, რადგან არ მეგულება სიტყვა, რომელმაც შეიძლება ეს დიდი, გულწრფელი სიყვარული დაიტიოს და გამოხატოს.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მამა არ მყავს ცოცხალი. ნოდიკო ხშირად მეუბნებოდა, შენმა საქმრომ ხელი მე უნდა მთხოვოსო და როცა ეს წუთი დადგა, საშინლად ვნერვიულობდი, ვაითუ, ჩემი რჩეული არ მოსწონებოდა. საბედნიეროდ, ორივეს მოეწონათ ერთმანეთი და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.
ნოდიკოს რომ უნდა მოენათლა ჩემი შვილი, თავიდანვე ნათელი იყო. ისიც ჩვენსავით მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. პირველი დღიდან ჩართული იყო ყველაფერში, ლამის ყოველდღე მორბოდა სანახავად, მოჰქონდა საჩუქრები.
საბავშვო ბაღიც ნოდიკომ შეურჩია ნათლულს, ყველაფერი თავის თავზე აიღო, პირველ დღეს თავად წაიყვანა. იმ საბავშვო ბაღში დადიოდა სოფო გელოვანის ვაჟი აკაც, რომელიც ნოდიკოს ნათლულია. ბიჭები პირველი დღიდან დამეგობრდნენ და ძმებივით უყვართ ერთმანეთი.
ახლა სანტი პირველ კლასშია. სკოლაში მისვლის პირველ დღეს ნოდიკო ვერ წამოვიდა, ამიტომ ონლაინ რეჟიმში ვუგზავნიდი ყველა ფოტოს და ვიდეოს, რასაც ვიღებდით“,- ამბობს სალომე ბაკურაძე.