ალენ დელონი იუბილარია - მსახიობს 87 წელი შეუსრულდა

ალინ დელონი

მსოფლიო კინოს ლეგენდა, ყველაზე სიმპატიური მსახიობი ალენ დელონი იუბილარია. მას  87 წელი შეუსრულდა.

დელონმა მსოფლიო მასშტაბით ბევრი ქალის გული დაიპყრო, მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები: რომი შნაიდერის, ბრიჯიტ ბარდოს, როზალი ვან ბრემენის და ა.შ.  

რამდნეიმე თვის წინ დელონის გარშემო დიდი აჟიოტაჟი იყო ამტყდარი. არასწორი ინტერპრეტაციის გამო, საზოგადოებაში განიხილებოდა თემა, რომ ის სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით აპირებდა. 

ინფორმაციის წყარი მისი შვილის, ანტონ დელონის ინტერვიუ გახდა, სადაც ის ამბობდა:  „როდესაც მამაჩემმა მთხოვა, რომ მე მის გვერდით ვყოფილიყავი ამ მომენტში, ეს ძალიან მძიმედ მივიღე. მე ასევე ვიყავი დედასთან ერთად, როდესაც ის გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიყავით, დედა, მამა და დეიდა. დედას მძიმე სენი ჰქონდა. დილის 11 საათზე დაგვტოვა დედამ და ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე.“

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედია-საშუალებებში გამოქვეყნდა დელონის შვილის მიმართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა სიმართლე დაამახინჯეს.

ალენ დელონს რთული ბავშვობა ჰქონდა. თითქმის სამი წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.

ერთ წელიწადში დედამისი ყასაბ პოლ ბულონს გაჰყვა ცოლად, რომელიც ძეხვსა და ხორცს ყიდდა. ედიტი ქმარს მაღაზიაში ეხმარებოდა, რასაც მთელი მისი დრო მიჰქონდა და ბავშვის აღზრდაზე დრო არ რჩებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, აღმზრდელისთვის ჩაებარებინა, იქცე ახლოს მცხოვრები მადამ ნეროსთვის. ნეროების ოჯახი ფრენიეს ციხესთან ახლოს ცხოვრობდნენ - მუსიე ნერო ციხის დარაჯად მუშაობდა. მოგვიანებით ალენი იხსენებდა, რომ ციხის ეზოში, 1945 წლის 15 ოქტომბერს პიერ ლავალის დახვრეტასაც კი უყურა.

ამ ოჯახში რამდენიმე წელი გაატარა და ძალიან თბილად იგონებდა იმ წლებს. მშობლების სახლში მხოლოდ ნეროების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.

ამის შემდეგ წმინდა ნიკოლასის პანსიონში გაგზავნეს, საიდანაც მალევე გამორიცხეს ცუდი საქციელისთვის. ასეთი 6 სკოლა გამოიცვალა ალენმა და პოლმა და ედიტმა გადაწყვიტეს, რომ კლასიკური განათლება არ იყო მისთვის და ყასბობა უნდა შეესწავლა. 14 წლის ალენს არც ეს გაუპროტესტებია და დაიწყო სწავლა.

რამდენიმე წელი ალენი ძეხვეულის მაღაზიაში მუშაობდა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, პარიზელი მეგობრების რჩევით, პროდიუსერებისთვის ეჩვენებინა თავისი ფოტოები. თუმცა უმრავლესობა ასე პასუხობდა - „მეტისმეტად ლამაზი ხართ კინოსთვის“. ალენი არ ნებდებოდა და მაინც დადიოდა კინოსინჯებზე და კასტინგებზე.

ალენმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, პატარა როლებს დიდი ნაბიჯები მოჰყვა და საბოლოოდ, მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი.

ყველაზე გახმაურებული მისი და რომი შნაიდერის სასიყვარულო ურთიერთობაა.

მას და რომის ყველაზე ლამაზ წყვილად მოიხსენიებდნენ და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. 1959 წელს დაინიშნენ, თუმცა ექვს თვეში დაშორდნენ. ზოგი მიზეზად ალენის ღალატს ასახელებდა, სხვები კი რომის სურვილს, რომ სამსახიობო პროფესიისთვის დაეთმო მეტი დრო.

ალენ დელონს სამი შვილი ჰყავს.