ახალი სიყვარული და ალისფერ კაბაში გამოწყობილი მონიკა ბელუჩი - დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები

მონიკა ბელუჩი

მას შემდეგ, რაც მონიკა ბელუჩი ახალგაზრდა შეყვარებულს, ნიკოლას ლეფებრეს დაშორდა, მისი პირადი ცხოვრება ბურუსით იყო მოცული. და აი, სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 58 წლის მონიკა 64 წლის ცნობილ რეჟისორს, ტიმ ბარტონს ხვდება. წყვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთად უკვე ბევრჯერ დააფიქსირეს.

ამჯერად ისინი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც მადრიდის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ. ორივე შავი ფერის ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ტიმს დიდი ზომის ქუდი ეხურა. მონიკამ კი შავ პალტოს „კრისტიან ლაბუტენის“ კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 1531 ევროა.

ორი დღის წინ, 58 წლის მონიკა ბელუჩი პარიზში გამართულ Cesar Film Festival-ს დაესწრო. წითელ ხალიჩაზე უმშვენიერესმა მონიკამ ალისფერი კაბა  მოირგო. გრძელ, „პლისე“ კაბას უზარმაზარი, ჰაეროვანი მოსასხამი ამშვენებდა.