ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1727961802
ქართველ დიზაინერებს მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ, გამონაკლისი არც ქეთი ჩხიკვაძეა. ის რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის ხოლმე.
მის სამოსს ცნობილები ხშირად ირგებენ. 2020 წელს, ყაზახეთის ჟურნალთან „Harpers Bazaar“ თანამშრომლობის დროს, დიზაინერს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ერთად მოუწია მუშაობა.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ქეთი მონიკაზე საუბრობს.
„ცხოვრებაში უფრო ლამაზია და ძალიან უშუალო, ძალიან კარგი ადამიანია... 2 დღე ერთად ვიმუშავეთ. დავღალეთ, დღეში 8 საათი ვმუშაობდით. წარმოუდგენელი სილამაზეა, რომ უყურებ, ანათებს.“ - იხსენებს დიზაინერი.
მისივე თქმით, მონიკას გარდერობში მისი კოლექციებიდან რამდენიმე ლუქი აქვს.
ნახეთ ვრცლად ↓