მარილის, ქვიშისა და ქლორის საფრთხეები კანზე, ზღვისა და აუზის შემდეგ - დერმატოლოგის რჩევები
1786978560
ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე პირველი საგაკვეთილო პროცესის შესვენების დროს გადადიოდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორი ლევან ღურწკაია აცხადებს.
„გოგონა უსწრაფესად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება შინაგანი ორგანოების კვლევა, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გოგონა საკვების საყიდლად გადადიოდა შესვენებაზე",- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, მძღოლს გოგონა არ მიუტოვებია და სამართალდამცველებიც იქვე ჰკითხავდნენ. დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.