„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ 5 წლის გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.