ზუგდიდში მამაკაცს გერის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

zaladoba

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა მამაკაცმა, მისი ცოლის შვილი, 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, გააუპატიურა.

მოზარდის დედას მეორე ქორწინებიდან მისგან 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს. როგორც წყარო "პრაიმტაიმს" უყვება, იგი გოგონას უთვალთვალებდა.

„საზარელი ფაქტი გავიგეთ უბანში, ბავშვი შესული იყო მარკეტში, როგორც კი გამოვიდა მანქანაში ჩაისვა, იქვე მიმდებარედ სასაფლაოებისკენ წაუყვანია და გაუუპატიურებია. ბავშვმა დედას უთხრა.  ჩვენი ინფორმაციით, მამინაცვალი გაქცეულია აფხაზეთში და იქ აფარებს თავს. ასევე ვიცით, რომ გოგონა და დედა გადაიყვანეს პოლიციაში გამოკითხვაზე, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზაც",- გვითხრა წყარომ.

მისივე ცნობით, გოგონას დედამ მომხდარის შესახებ პოლიციაში რამდენიმე დღეში განაცხადა, რამაც საშუალება მისცა მამაკაცს აფხაზეთში გადასულიყო.

სავარაუდოდ აფხაზეთში იმყოფებიან დედა-შვილიც.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.