პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ჟურნალისტებსა და 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
საქალაქო სასამართლოში მყოფი მხარდამჭერები თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავას დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
„როდესაც რატი წვერავა გადიოდა, ოპერატორები ვიღებდით მის გამოსვლას. შემოვბრუნდით უკან, რა დროსაც დაგვხვდა აგრესიული ჯგუფი, მათგან ერთ-ერთი ჩემს ჟურნალისტთან მივიდა და პროვოკაციულ კითხვებს უსვამდა. მომცვივდნენ, მეძახეს ფულის მონა და შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც ვერ მოვითმინე და იმავეთი ვუპასუხე რის შემდეგაც დაიწყო გაწევ-გამოწევა.
საპატრულო პოლიცია გამოიძახა მანდატურის სამსახურმა, რომლებმაც დაგვკითხეს და მიიღეს ინფორმაცია თუ რა მოხდა.“ - ამბობს „რუსთავი 2“-ის ოპერატორი არჩილ ჭიჭიბოშვილი.