ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ათონის წმინდა მთაზე, ქილენდარის (Χιλανδαρίου) მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ მონაზონს, 58 წლის მამა ევფროსინოსს საბერძნეთის სანაპირო დაცვა ამ დრომდე ეძებდა.
ბერი 2021 წლის 21 დეკემბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ნავით ზღვაში გავიდა სათევზაოდ. რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცარიელი ნავი იპოვეს და დაფნის ნავსადგურში წაიყვანეს, ბერი კი ამ დრომდე არ ჩანდა.
11 იანვარს ათონის წმინდა მთიდან 74 საზღვაო მილის დაშორებით, ეგეოსის ზღვის კუნძულ სკოპელოსის პლაჟზე ზღვამ ანაფორაში შემოსილი მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ჩაცმულობით და სავარაუდო ასაკით ფიქრობენ, რომ იგი სწორედ მამა ევფროსინოსია, თუმცა ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც დნმ-ის ექსპერტიზის პასუხი გახდება ცნობილი.
წყარო: nostal.ge