1783975896
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული ლაშა კირვალიძეა. შემთხვევა 11 ივლისის ღამეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც კიდევ 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია











