ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი მკურნალობას თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევაა დადასტურებული, ფიქსირება უკვე სამი გარდაცვალება.

წყარო: „ინფო რუსთავი“