მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
ვალეში გარდაცვლილი 50 წლის ქალი ნაისი არახამიაა, რომელიც ქალაქ ვალეში კულტურის სახლში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ქალი აფხაზეთიდან დევნილი იყო.
მომხდართან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მწუხარება გამოთქვა და დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.
„ქალაქ ვალეში, ტრაგიკული შემთხვევის გამო, ხვალ 18 აგვისტოს, კულტურის სახლთან დაგეგმილი პაატა გულიაშვილის კონცერტი გაუქმდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ქალი ყელგამოჭრილი ნახეს. ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღითაა მიყენებული.