1746733863
ვინ არის ხულოში გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ამბობენ ადგილობრივები

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში უბედური შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამმუშავებელ დანადგარში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით გარდაცვლილი 25 წლის თორნიკე გორგილაძეა.
„უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ეს ბიჭი სოციალურ სახლში ცხოვრობდა. წლების წინ ეკომიგრანტი გახდა. საწარმოში იყო დასაქმებული. მძიმე ამბავი მოხდა სოფელში. შეძრწუნებულები ვართ ტრაგედიით. ახალგაზრდა, მშრომელი ბიჭი დანადგარში დაიღუპა. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, - აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ