VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში დენის დარტყმის დროს გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცი აკაკი ბოლქვაძეა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის თქმით, ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ „ენერგო პრო ჯორჯიაშიც“.
მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცები ხეს ჭრიდნენ ხეს, რა დროსაც მოჭრილი ხე მაღალი ძაბვის სადენს შეეხო.
„პირველ რიგში ვუსამძიმრებთ ოჯახს. წინასწარი ინფორმაციით ჭრიდნენ ხეს, რა დროსაც მოჭრილი ხე შეეხო მაღალი ძაბვის სადენს, სავარაუდოდ ეს გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად დამატებით სხვას ვერაფერს გეტყვით“ - აცხადებენ “ენერგო პრო ჯორჯიაში".