ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ბინაში გარდაცვლილები იპოვეს - ახალი დეტალები

პოლიცია

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან.

როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები სავარაუდოდ, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, შემთხვევის შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი.

„სამსახურიდან რომ მოვედი, ადგილზე პოლიცია და სასწრაფოს ექიმები დამხვდნენ. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, თვალით არ მინახავს არასდროს. აქ დაახლოებით, ერთი თვე იქნება რაც ცხოვრობენ, რადგან იმ სახლში მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. ადგილზე ერთ-ერთის მამა იყო მოსული. კორპუსში, სადარბაზოში გაზის სუნი არ ყოფილა, სხვა დეტალები არ ვიცი",- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. სწორედ აღნიშნულმა უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.