საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფორუსთავის“ ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ქალს ტაქსი შეეჯახა.
როგორც თვითმხილველმა სააგენტოსთან ამბობს, ქვეითმა გზაზე გადაირბინა, მძღოლმა კი ვერ დაინახა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ნახეთ კადრები ↓