პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ვარკეთილში, 15 წლის გოგოს დაეჯახა.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში უთხრეს, სამართალდამრღვევი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ცნობისთვის, ტრაგედია ვარკეთილში 18 აპრილს დატრიალდა.
მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი, არასრულწლოვანს, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.