1744370562
VIDEO: მევლუდ მელაძე დრიფტის დროს მანქანით ამოტრიალდა - კადრები ადგილიდან

ზუგდიდში საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის უფროსი მევლუდ მელაძე დრიფტის დროს მანქანით ამოტრიალდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიუხედავად შემთხვევისა,იგი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს,თუმცა ტურნირს გამოეთიშა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიებია.