VIDEO: ჯერ მეზობელს შეასხა ბენზინი და მერე თვითონ გადაისხა - რას ჰყვებიან თვითმხილველები შემზარავ ტრაგედიაზე

ზუგდიდი

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში წევს.

ცნობილია, რომ 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ.

თვითმხილველები პოლიციამ უკვე დაკითხა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მეზობლები მუდმივად კინკლაობდნენ ერთმანეთში და ასეთ შედეგამდე მივიდნენ. შევარდნილა დაზარალებულის სახლში, შეუსხამს ბენზინი, თვითონაც გადაისხა და წაიკიდა ცეცხლი. ამასობაში ძმა მოვარდა გასაშველებლად და ძმაც დაიწვა“,- ამბობს ადგილობრივი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე დაკითხა თვითმხილველებიც. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.