VIDEO: გაიცანით უსაყვარლესი და-ძმა, რომელმაც დაობლებული ბარტყები მოიშინაურეს და გადაარჩინეს

მათე და მარიამი

ეს ვიდეო არის მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია სიყვარულით გაზრდილ ბავშვებს სხვების სიყვარული და სხვებზე ზრუნვა... ეს ის მომენტია, როცა მშობელი თავიდანვე სწორად გზრდის და აი, შედეგი... ბრძოლას და სიკეთის კეთებას ნამდვილად აქვს აზრი.

გაიცანით, პატარა და-ძმა მარიამი და მათე მებონიები, რომლებმაც სტიქიის დროს დაობლებული და ბუდის გარეშე დარჩენილი ორი ბარტყის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამეგრელოში სტიქიამ ბევრი ადამიანი დააზარალა, გაანადგურა სახლები... ძლიერი ქარის რისხვა მერცხლების ბუდეებსაც მისწვდა.

სტიქიის რამის შემდეგ, დილით გაღვიძებულ მათეს და მარიამს, სახლის წინ, მერცხლის დანგრეული ბუდე და მიწაზე მობუზული ორი ბარტყი დახვდა.

და-ძმამ ბარტყები არ გაწირეს და თავად გადაწყვიტეს მეურვეობის გაწევა. უკვე მეხუთე დღეა, ბარტყებს თავად კვებავენ. როგორც ირკვევა, ერთი ისე მოღონიერდა, რომ მალე გაფრინდება.

 

ასევე ნახეთ:

ქორწილის უცნობი ფოტოები გიორგი ფხაკაძის სახლიდან - მისტიკა და ფლირტი ერთ ფოტოსესიაში

„დამპირდი, რომ ქორწინებიდან 35 წელიწადშიც ასე ვივლით“ - თათია შარანგია მეუღლეს მიმართავს

მირანდა შელია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს