ვგლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს“ – საერთაშორისო საზოგადოება შოვის ტრაგედიას ეხმაურება

სტიქია რაჭაში

შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს თანადგომას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება. სპეციალური განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

“ჩვენ გლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნებას. ამ ტრაგედიის დროს ჩვენი გული ქართველ ხალხთანაა“ – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.

რაჭაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობაც: 

“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი სტიქიის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს“. 

შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეც. ,,გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მოძმე ქართველ ხალხს შოვის კურორტზე მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.''-წერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „სამი თვის მესაზღვრე... ახალი მესაზღვრე გვყავს“ - ყველაზე პატარა გადარჩენილი სტიქიის ზონიდან

სრული უტიფრობა და დაუნახაობაა, როდესაც კატეგორიულად მოითხოვო, ღამით რატომ აჩერებთ სამაშველო ფრენებს, სასწრაფოდ გაფრინდითო... - ირაკლი ალადაშვილი

„ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოდიოდა ნაძვები და საშინელი ბუღი აუვიდა იქაურობას...“ - რას ყვებიან სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანები

„ნაპოვნი მიცვალებულებიდან, უმეტესობა ქალები არიან...“ - ადგილობრივი სტიქიის ზონიდან