„ვერ ვლაპარაკობ, ჩემი დისშვილი იყო... ჩახოცა ორივე“ - რას ჰყვებიან ახლობლები ქარელში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

ჩვენი ბიჭები

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე დაიღუპნენ. ორივე მათგანი შსს-ს თანამშრომელია.

საპატრულო ეკიპაჟი ავტობანის მისადგომთან იყო გაჩერებული, როცა დასავლეთ საქართველოდან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა, პატრულის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებული მძღოლი "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ის უკვე დააკავა. 

„მთვრალი იყო, "პროწივზე" შევარდნილა... ადგილზე დაიღუპა ორივე“, - ამბობენ ახლობლები მომხდარ ტრაგედიაზე. 

ასევე ნახეთ:

👉 „ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას! - ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელებს გლოვობენ

👉 VIDEO: პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ტრაილერი დაეჯახა ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

👉 „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს... მე ვიყავი ინიციატორი, პირველი ღამე შემდგარიყო ”- მზია გეწაძე