დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დაუდგენელმა პირებმა ბოტანიკურ ბაღში მე-19 საუკუნის ძეგლი დააზიანეს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მთლიანად უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ბაღის ტერიტორიაზე მდებარე მრავალ შენობა-ნაგებობასაც.
ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი პირვანდელი სახით შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებდა სასწავლებელი - მებაღეობის სკოლა. იგი ჯერ თბილისის გარეთ გარდაბანში გადაიტანეს, ხოლო 1917 წელს საერთოდ გაუქმდა.
მოგვიანებით აგურით ნაგები მებაღეობის სკოლის ყოფილი შენობა ბოტანიკური ბაღის სანერგე მეურნეობას გადაეცა, საბოლოოდ კი იგი 2012 წელს მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა.
ბოტანიკური ბაღის 2021-2030 სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებულია აღნიშნული ისტორიული შენობის საგანმანათლებლო-სარეკრეაციო ფუნქციით აღდგენა.
ფოტოზე ნაჩვენები შენობა გახლავთ მებაღეობის სკოლის კომპლექსის ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ დააზიანეს.
თანამოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ შენობებს და ყველაფერს, რაც დედაქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება.
სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტის ჩამდენ პირს დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.