საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, რუსთავის მერია რეკრეაციულ სივრცეებში და ქუჩებში, დამატებით ვიდეო კამერებს დაამონტაჟებს.
ბოლო პერიოდში, სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანების ფაქტები, საკმაოდ გახშირდა. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ბოლო თვეებში მუნიციპალური ქონების დაზიანების რამდენიმე ათეული ფაქტი დააფიქსირა.
„რუსთავში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს. ახალი სკვერები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება და გულდასაწყვეტია ადამიანები, რომ არ უფრთხილდებიან ჩვენს ქალაქს“, - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანებასთან ერთად, რუსთავში საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ფაქტებიც გახშირდა „რუსთავსერვის ცენტრმა“ ბოლო თვეებში, სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის რამდენიმე ათეული ფაქტი დააფიქსირა.
რუსთავის მერია, მოუწოდებს მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და შეგნებულად ნუ დააზიანებენ მას, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხების მობილიზება ხდება.