ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მტკვარში ბორანი გაიჭედა

მტკვარი

თბილისიში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებს მოძრაობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბორანზე ორი ადამიანი იმყოფება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.