1740372372
„ვაიმე, ღმერთო, სად ხარ ასეთ დროს!“ - მამის სულიშემძვრელი ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მამის სულისშემძვრელი ფოტო, რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას შეეწირნენ.
„ის ბილიკებია რთული სავალი, როცა საყვარელი ადამიანები აღარ გვეგებებიან“,- წერენ ფოტოს არწერაში.
სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს...
„მცირეწლოვნის მამას, შვილის თოჯინა მე-7 დღეა ჩახუტებული აქვს და ასე გადაადგილდება შოვში... თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა, ღმერთო... სად ხარ ხოლმე ასეთ დროს,“ - წერს ჟურნალისტი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: შოვში დაღუპული ნინიკო კენჭაძის ვიდეო ვრცელდება
VIDEO: „მეგი, სად ვართ?“ - ვრცელდება მეგი გუტაშვილის კადრები
„თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა...“ - რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან