1732386875
„უკარგესი ადამიანი იყო, ვერ ვიჯერებთ ასე ტრაგიკულ სიკვდილს“ - უბედური შემთხვევის დეტალები
ტრაგიკული შემთხვევა ოზურგეთი-ბათუმის მაგისტრალზე – ტაქსის მძღოლი, რომელსაც აჭარაში მგზავრები გადაჰყავდა, საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მძღოლს გულის შეტევა ჰქონდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა თხრილში გადავარდა. გამოცემის ცნობით, გადარჩნენ ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა დედა და შვილები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, 68 წლის მამაკაცი, დავით ვასაძე გარდაცვლილი დახვდა.
„არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოწესრიგებული, კაცთმოყვარე, კარგი ოჯახის წინამძღოლი. დასანანია მისი ასე ტრაგიკული სიკვდილი“, უკარგესი ადამიანი იყო, ვერ ვიჯერებთ ასე ტრაგიკულ სიკვდილს“ – ამბობენ თანასოფლელები.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „აბა, ვინ გაუძლებს და გადარჩება. საინტერესოა“ - ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ნინი ბადურაშვილი