ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
ყოველ წელს გვაქვს 4 მნიშვნელოვანი დღე : გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობა, ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობა.
შემოდგომაზე სრულდება ფიზიკური აქტივობის ფაზა და იწყება შინაგანი ძვრების პერიოდი. ამიტომ, დადებული შედეგებითა და აღებული „მოსავლით“ გააკეთეთ ანალიზი, რა გამოგივიდათ? სად შეგეშალათ? რა უნდა გაასწოროთ?... იფიქრეთ...
გაზაფხულის დღეღამტოლობა იანური, მამაკაცური ენერგიის მატარებელია, რადგან იზრდება მზის ენერგია.
შემოდგომის დღეღამტოლობა კი ინური - ქალური ენერგიის ფაზის დასაწყისია.
ამიტომ, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურებსა და ტრადიციებში პატივს მიაგებენ დიდებულ (ქალ) ღვთაებებს, სამყაროს „დედას“. არაერთი დღესასწაული შეგიძლიათ ნახოთ ძველ ტრადიციებში. 21-23 სექტემბერს. (მაგ:ქრისტიანები 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ზეიმობენ.).
ახლა კი ვნახოთ, რა კავშირი აქვს ამ 4 მნიშვნელოვან დღეს ასტროლოგიასთან
ყველაფერი მარტივადაა, ამ დღეებში, მზე გადადის კარდინალური ჯვრის ზოდიქოს ნიშნებში. (სეზონის ცვლა) ყოველი ასეთი დღისას, შეგიძლიათ ააგოთ ჰოროსკოპი და წაიკითხოთ ვარსკვლავური გზავნილი.
წელს, დღეღამტოლობა გვაქვს 23 სექტემბერს 10:50 სთ -ზე.
ვარსკვლავური რჩევა იქნებოდა შემდეგი:
ემოციურად იყავით მეტად გახსნილები, თვალი გაუსწორეთ რეალობას და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
22 სექტემბერს ჩაატარეთ დიდი დასუფთავება, როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე სულიერ და მენტალურ დონეზე. რომელიმე ერთის გამოკლებით წმენდა არ ხდება!
მზის ჩასვლისას - შებრუნდით დასავლეთისკენ და გააცილეთ მზე ჰორინტზე. მასთან ერთად გაუშვით ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან, რისი გაშვებაც, დასრულებაც გინდათ.
იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, ყოველი ტკივილისთვის და ყოველი ღიმილისთვის
ამ სეზონის სიმბოლო სასწორია. ის მართალია ვენერას შვილია, მაგრამ არა სიყვარულის და განცდების იდეის
სასწორი უნდა გვახსენებდეს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში ბალანსი და ზომიერებაა...
არ არის საჭირო იყოთ წმინდანი, ნურც ეშმაკის სახეს შექმნით საკუთარი თავისგან, თქვენ ხართ ადამიანი, შემოქმედის მშვენიერი, უნიკალური ქმნილება.
დაასრულეთ უსარგებლო კავშირები, დახურეთ უსიამოვნო მოგონებების წიგნი, მოიშორეთ ყველაფერი ძველი, გატეხილი, გაბზარული, გახეული...
აი გატეხილს გულს კი თვითშეფასებაზე მუშაობით უმკურნალებთ და კიდევ იმით რომ ილუზიურ მდგომარეობაში აღარ დარჩებით და დაასრულებთ უსარგებლო კავშირებს. სიყვარული არც ტანჯვაა და არც ტკივილი, დაივიწყეთ... სიყვარული არის კომფორტული მდგომარეობა, როდესაც მარტოც კარგად ხარ, მაგრამ აი კონკრეტულ ადამიანთან ცხოვრება უფრო გემრიელია...
შეხვდით მზის ამოსვლას 23 სექტემბერს , გადით აივანზე, ან ღია ფანჯრიდან, სახით აღმოსავლეთისკენ, მიესალმეთ მზეს (სასურველია გაიატრი მანტრის ფონზე) მიესალმეთ თქვენი და თქვენი სამყაროს ახალ ციკლს, ახალ დღეს.
ჩაიფიქრეთ და დაისახეთ ახალი მიზნები და სურვილები! თქვენი ყველაზე ამბიციური მიზნებიც კი განხორციელებადია, მთვარე თხის რქაშია და მართალია, მათ რეალიზებას დრო დასჭირდება, მაგრამ თხის რქის სიმბოლოს შეგახსენებთ... "და აკურთხა მან რქა, და რასაც ჩასძახებდნენ ის გადმოედინებოდა"... მთავარია მოთმინება, სისუფთავე მოტივებში და თქვენი ზრახვა!
p.s. არ გამოტოვოთ ამ დღის "ოქროს წუთი"