„უდიდესი ტრაგედიაა... ყველა ჩვენგანის გული მკვდარია“ - მეგობრები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

ლაშა

კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ლაშა სოხანეიშვილის მეგობრის, დავით მჟავანაძის თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
 
„ამ ძალიან კარგმა ბიჭმა დატოვა ჩვენი სოფელი, რაიონი. ყველა ჩვენგანის გული მკვდარია. პირველი კლასიდან ვუყურებდი როგორ იზრდებოდა, როგორ იქცეოდა და როგორ ადამიანი დგებოდა. თავმდაბლობის, ზრდილობისა და გონიერების გარდა, არასდროს არაფერი არ შემინიშნავს მასში.

უდიდესი ტრაგედიაა რაც მოხდა, თანაც უკვე მესამე ჩემს სოფელში, ბოლო 1.5 წელში. არ ვიცი ამ დროს განცდების სიტყვებით გადმოცემა თუ შეიძლება საერთოდ.

ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის, სოფლისა და მისი ყველა ახლობლის მსურველის მწუხარებას.“ - წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე.