1743141376
უბედური შემთხვევა ხონში - მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა.
შუახნის მამაკაცი ტაძარში გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.
ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.