„უბედურება გვჭირს მთელ ლანჩხუთს!...“ - გურია 5 წლის ბიჭს გლოვობს

avaria

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სტუმრად მყოფი 5 წლის ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ ზემო ქედში ბიჭი ორღობიდან ცენტრალურ გზაზე ე.წ. სკუტერით მიგორავდა, რა დროსაც სავალ ნაწილზე გადავიდა. მაგისტრალზე მიმავალმა მძღოლმა შეჩერება სცადა, თუმცა მოზარდს დაეჯახა. დაღუპული 5 წლის დათა ფირცხალაიშვილია. 

„საშინელება გვჭირს მთლიანად ლანჩხუთს. ყველაფერი უფერული გახდა.
პატარა ანგელოზი... გაფრინდა... რა დაუნდობელი და სასტიკია ხანდახან სამყარო. დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი. თან ასეთი პატარა...  კეთილი, წესიერი, პატიოსანი ოჯახის შვილი, ამხელა საშინელებას არ იმსახურებდნენ.
მშვიდად განისვენე ოქროს ბიჭო. ოჯახს ღმერთო გამძლეობა მიეცი" _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.