„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე ლევან ბარდაველიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას, საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.
ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას.
მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.