უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

ბაღდათი

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

როგორც „პრაიმტაიმს“ სტიქიის ზონიდან განუცხადეს, ჯერჯერობით ადამიანების ვინაობა უცნობია და ისინი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

„სულ 9 ადამიანი დაიღუპა. ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გადაასვენეს ქუთაისის პროზექტურაში“.

ასევე ნახეთ:

„ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი მოიყოლა მეწყერმა... დედა წასულია საზღვარგარეთ - ბაღდათში 5 ადამიანს ეძებენ

VIDEO: რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიაზე